დუბრავკა სუიცა – მოვუწოდებ ევროკავშირს, იმოქმედოს მტკიცედ

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ ევროკავშირს, იმოქმედოს მტკიცედ და იმ ადამიანებმა, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა აგონ პასუხი, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები, – ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დებატებზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა დუბრავკა სუიცამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იქნება, სანამ ხელისუფლება ქმედებებს არ შეცვლის.
“ეს არის პირველი მოვლენა, როცა კანდიდატის მქონე ქვეყანა ევროპული გზიდან უხვევს. ვითარება საქართველოში უარესდება. ბოლო 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პოლიციამ 200-ზე მეტი დააკავა, თუმცა არცერთი სამართალდამცველი არ დაუკავებიათ, რომელმაც იძალადა აქციის მონაწილეებზე. ეს არის სისტემური პრობლემა.
26 ოქტომბერს გამართული არჩევნები სერიოზული დარღვევებით აღინიშნა, ასევე, მანამდე მიიღეს ე.წ. “გამჭვირვალობისა” და ლგბტ-ს კანონი, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს. ევროკავშირი იღებს ზომებს, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, ასევე ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, სანამ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს. მე მოვუწოდებ ევროკავშირს, იმოქმედოს მტკიცედ და იმ ადამიანებმა, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა აგონ პასუხი, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები და აღდგეს გაწევრიანების პროცესი.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში”, – განაცხადა დუბრავკა სუიცამ.
თაგები:
დუბრავკა სუიცა




