დუგინი – ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე შურისძიებაა, ეს ძალიან მცირეა


ავტორი
Front News საქართველო
ალექსანდრე დუგინი შვილის მკვლელობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.
“რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე შურისძიებაა, ეს ძალიან მცირეა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა შთააგონოს ჩვენს შვილებს გმირობა“, – განაცხადა დუგინმა.
დარია დუგინას ავტომობილი 20 აგვისტოს ააფეთქეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.
კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს.
თაგები:
ალექსანდრე დუგინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს