დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პუტინის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას ავტომანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის ავტომანქანა წუხელ მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს.
თვითმხილველების თქმით, Land Cruiser Prado-ს ჯიპი მოძრაობის დროს აფეთქდა. საჭესთან მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა.
რუსი პროპაგანდისტების თქმით, აღნიშნული მანქანაში პუტინის კონსულტანტი ალექსანდრე დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში მან სხვა ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “ხელმძღვანელი” დენის პუშლინი აცხადებს, რომ “დარია დუგინას სიკვდილში “უკრაინის რეჟიმის ტერორისტები” არიან დამნაშავეები, რომელთა მთავარი სამიზნე ალექსანდრე დუგინი იყო”.
30 წლის დარია დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს