დუშეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 2004 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს