Logo

დუტა სხირტლაძემ “იმედი” დატოვა

საზოგადოება
1003
Frontnews image description

ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა.

იქამდე მსახიობმა და ტელეწამყვანმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, ნაცემ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.

ვიღაცები „ბანდერლოგებს“ უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ. ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“,- წერს დუტა სხირტლაძე.

Advertisement