ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინეს


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი – იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩაატარა. გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, რის შემდეგაც, დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საგამოძიებო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს