Logo

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გათავისუფლდეს ნიკა მელია, მაგრამ ამნისტიით რატომ? დამნაშავეა?”

Frontnews image description

"ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღიარა, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. 

"არანაირი სიკეთე ამ დოკუმენტს არ მოუტანია, გარდა იმისა, რომ კრიზისი უბრალოდ დაიფარა მაკიაჟით და ახლა ევროკავშირი ხედავს მაკიაჟით დაფარულ მეტასტაზებით სავსე სახელმწიფოს. რეალურად, ოპოზიციას ამ დოკუმენტით არაფერი არ მიუღია, გარდა იმისა, შედეგამდე რამდენიმე ნაბიჯი იყო გადასადგმელი, ამ ნაბიჯების გადადგმამდე წაიფორთხილეს და შეცვივდნენ პარლამენტში. 

მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გათავისუფლდეს ნიკა მელია, მაგრამ ამნისტიით რატომ უნდა გათავისუფლდეს? დამნაშავეა? ეს იყო დანაშაული იმ პარტიების მხრიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რომლებმაც აღიარეს პრაქტიკულად, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. ამნისტიით თავისუფლდებიან დამნაშავეები და უდანაშაულო ადამიანები თავისუფლდებიან გამართლდებით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ გიორგი რურუა გამოვიდა, მაგრამ რურუა გამოვიდოდა 6 თვის წინაც, რომ დათანხმებოდა ოპოზიცია იმავე პირობებით პარლამენტში შესვლას. მაშინ რას დატოვეთ ეს ადამიანი ციხეში, 6 თვის წინ დათანხმებოდით, ეს რა ლოგიკაა საერთოდ?", – განაცხადა ბურჯანაძემ.

თაგები:

Advertisement