"ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით" - ტრამპი პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად 50 დღე მისცა, აცხადებს, რომ ის უკვე იმედგაცრუებულია კრემლის ხელმძღვანელის ქმედებებით და მზადაა ეს ვადა შეამციროს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებები "უკვე ბევრჯერ იქნა მიღწეული“, მაგრამ შემდეგ პუტინმა ისინი დაარღვია "უკრაინის დაბომბვით“.
"ჩვენ ბევრჯერ გვეგონა, რომ ეს საკითხი მოვაგვარეთ, შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა და კიევის მსგავს ქალაქში რაკეტების გაშვება დაიწყო და უამრავ ადამიანს კლავს... ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებით, აპირებს შეამციროს რუსეთისთვის ომის დასრულების შესახებ მიცემული ულტიმატუმის ვადა.
"მე იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით... ვაპირებ, რომ 50-დღიანი ვადა, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი, რაც მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა, თუ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება. მან მოსკოვს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად 50 დღე მისცა.
მისი თქმით, თუ პუტინი არ დათანხმდება ვადის დაცვას და სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმებას, ეს რუსეთისთვის "ძალიან ცუდად" დასრულდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ შემოიღებდა 100%-იან მეორად ტარიფებს, რაც საფრთხეს შეუქმნის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ. მედიის ცნობით, ასეთმა ზომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსული ნავთობის ექსპორტზე ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში.
ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ინდოეთის ნავთობის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნავთობის საჭიროებების დაკმაყოფილებას ალტერნატიული წყაროებიდან შეძლებს.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს