“ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ალბათ, მადლობაც უნდა ვთქვათ”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი "ქართულ ოცნებას" ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობას უხდის.
"ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ალბათ, მადლობაც უნდა ვთქვათ, რადგან გუშინ ჩვენი განცხადებაც იყო ამის შესახებ. არამხოლოდ ჩვენი განცხადებები იყო, ევროპარლამენტარები, პრეზიდენტიც კი გამოვიდა. მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს", – აცხადებს მეგრელიშვილი.
პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა, იქამდე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავს შეიკავებენ.
თაგები:


ნიკა მელია – “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი

ირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ ხელშესახებია პროგრესი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ცალსახაა და ამაზე აღარავინ დავობს

ვლადიმერ ბოჟაძე -“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანამ ევროკავშირში გააკეთოს განაცხადი, რათა შემდგომში საქართველო განიხილონ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა!