
ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულდა და ის დღესვე დატოვებს საპყრობილეს.
"ძალიან კარგია, რომ დასრულდა გიორგი რურუას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა და ის დატოვებს საპყრობილეს დღესვე. ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება დღესვე, დაახლოებით ალბათ 1 დან 2 საათამდე შუალედი დასჭირდება ამ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. რეალურად ის ციხეში იჯდა ჩადებული იარაღის გამო და იმის გამო, რომ არის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი"-განაცხადა საძაგლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი რურუა რამდენიმე წუთის წინ შეიწყალა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს