
ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობის აღებას ითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დღეს, ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ვიტყვი ისეთს, სისულელეს, არ დამცინოთ. მოკლედ, ესეთი განცდა მაქვს, ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, რომ ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, იმიტომ რომ ყველაფერს შეეხეთ ფაქტობრივად. გადავწყვიტე, რაც ძალიან მაწუხებს ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც, რომ უყურებ ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა, მე რაღაცნაირად არ მინდა. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით"-განაცხადა მეგრელიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს