Logo

“ძალიან მხნედ ვარ, მარტივად ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაცია არ მიჭირს”

საზოგადოება
476
Frontnews image description

"ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი", – ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხიდან პირველი სატელეფონო ინტერვიუში, "მთავარ არხთან" გააკეთა.

ნიკა მელიას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესაუბრა. 

მისი თქმით, არის მხნედ და მარტივად გაიარა ადაპტაცია. 

"ძალიან მხნედ ვარ. მოტივირებული ვარ, მარტივად ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაცია არ მიჭირს. ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი. ამიტომ, მე გარეთ ვიქნები თუ შიგნით "ქართული ოცნებისთვის" მე მგონია, პრობლემატური ვარ იმდენად დიდი სისულელე ჩაიდინეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დააზიანებს საზოგადოებას", – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, გირაოს გადახდა და მსგავსი კომპრომისი გამოირცხულია.

"[კომპრომისი] არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შეთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებაში გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი, მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის "იშტაზე" ვიყავი, უსამართლობა იყო, დაუმორჩიელობლა გამოვაცხადე. ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითიც უსამართლობის ჯაჭვი გავრიცხე. [გიროას გადახდა და მსგავსი კომპრომისი] გამორიცხულია", – განაცხადა ნიკა მელიამ. 

ინტერვიუს სრული ვერსია, დღეს "შაბათის მთავარის" ეთერში გავა.

თაგები:

Advertisement