
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმყოფება. ისინი ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წაღების მიზნით მივიდნენ, რომელიც ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი წლის წინ გადაიტანეს.
ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ ნამუშევარს “ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს”.
“ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა”, – განაცხადა ინსპექციის წევრმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
თაგები:
ათონელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს