“ძალიან ვწუხვარ, რომ კვირიკაშვილი საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილის და კობახიძის დონეზე დაეცა”

ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
უგულავა აცხადებს, რომ წუხს, რადგან კვირიკაშვილი ღარიბაშვილისა და კობახიძის დონემდე დაეცა.
"მიხალკოვის შვილი და პოზნერი, რომელიც 72 წლიდან, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იმპერიის მსახური იყო, რომელიც დღეს პუტინის ისტემბლიშმენტის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია, ამ ორი ადამიანის შედარება აბსოლუტურად ცა და დედამიწაა, ყურით მოთრეული არგუმენტია. ძალიან ვწუხვარ, რომ კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე გველაპარაკება, საბოლოო ჯამში, დაეცა ღარიბაშვილის დონეზე და კობახიძის დონეზე. არც მე არ მომწონს, როცა თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილები კვერცხებით არის აზელილი, მაგრამ აქვს კი კვირიკაშვილს იმის უფლება ილაპარაკოს ამაზე? პირველად კვერცხი ვინ ისროლა? მისი პრემიერობის დროს, მთელი "ქართული ოცნება" რომ ოპოზიციას დასდევდა და წიწილებიან კვერცხებს ესროდა, რატომ არ ამოიღო მაშინ ხმა? ზღვარგადასული მოქმედება აქ ვინ დანერგა?", – აცხადებს უგულავა.
კვირიკაშვილმა პოზნერის ვიზიტთან გამართული საპროტესტო აქციები ზღვარგადასულ რეაქციად შეაფასა, რომელიც მისი განმარტებით, გარდაუვლად დააზიანებს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან.
თაგები:





