“ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია, თქვენ ის ჯაჭვი გაწყვიტეთ, რომელიც გეგონათ, რომ ძალიან მყარი იყო”


ავტორი
Front News საქართველო
მე საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ვულოცავ, რადგან დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. სულიერადაც გავიმარჯვეთ, რადგანაც ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ბრძოლის შედეგად თავისუფლება მოეპოვებინათ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავრილოვის პარლამენტი ვიხილეთ, დღეს კი ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომამავლი, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გავრილოვის სასამართლომ გამოიტანა, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვინც 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე. ან თავისუფალი, ან დამონებული საქართველო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ კი ვდგავართ სიმართლეზე. ბიძინა ივანიშვილო და გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება და არასოდეს გასამართლებულა.
ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია, თქვენ ის ჯაჭვი გაწყვიტეთ, რომელიც გეგონათ, რომ ძალიან მყარი იყო. მე საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ვულოცავ, რადგან დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. სულიერადაც გავიმარჯვეთ, რადგანაც ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ბრძოლის შედეგად თავისუფლება მოეპოვებინათ. აქ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. წაშლილია ყოველგვარი პარტიული პოლიტიკა, დასრულდა", – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს