ძამას ხეობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა
შემთხვევა
28.08.2022 / 15:20


ავტორი
Front News საქართველო
ძამას ხეობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ სახლის ეზოში გაჩნდა და შემდეგ სახლებზე გავრცელდა, რადგან ადგილი მჭიდროდ დასახლებულია და ცეცხლის გავრცელებას ქარიც ხელს უწყობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნაწილობრივ ან სრულად დამწვარია 7-მდე სახლი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
თაგები:
შემთხვევა