ძიუდოში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, ტრადიციული ტურნირი – აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში გაიმართა. ტურნირში 2010-2015 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძეს და ამავე სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ჯანდრი უბირიასთან ერთად, აფხაზეთის წარმატებული ძიუდოისტები და ძიუდოს აკადემიის ხელმძღვანელები სამინისტროს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
შესაბამისი მედლებით, დიპლომებით და თასებით დაჯილდოვდნენ ტურნირის პრიზიორი სპორტსმენები.
დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, მინისტრის მრჩეველი ანი კიტია, სამინისტროს თანამშრომლები და ძიუდოს გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება და ძიუდოს განვითარებასა და პოპულარიზაციას, ნიჭიერი და პერსპექტიული ძიუდოისტების გამოვლენას ისახავს მიზნად.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს