ძლიერი მიწისძვრის შედეგად სირიაში 111 ადამიანი დაიღუპა, თურქეთში – 76, დაშავებულია 1000-მდე


ავტორი
Front News საქართველო
სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 110 ადამიანს გადააჭარბა, თურქეთში კი 76-ს მიაღწია.
“ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში 111 ადამიანი დაიღუპა და 516 დაშავდა“, – განაცხადეს სირიის ჯანდაცვის სამინისტროში.
თურქეთში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უახლესი მონაცემებით, შვიდ პროვინციაში დაიღუპა 76 ადამიანი, დაშავდა 440 ადამიანი. ამასთან, ხელისუფლების თქმით, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია.
7.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 04:17 საათზე მოხდა, სტიქიის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.
სტიქიას მოჰყვა ნგრევა. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ქალაქ დიარბაქირში ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის შენობა.
მიწისძვრას თან ახლდა 32 ბიძგები, მათ შორის ყველაზე ძლიერი 6.6 მაგნიტუდის სიძლიერის. ბიძგები იგრძნობოდა სირიის რამდენიმე პროვინციაში, ასევე ლიბანსა და ერაყში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს