ძლიერი ნისლის გამო ქუთაისის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი თბილისში დაჯდა

ავტორი
Front News საქართველო
ძლიერი ნისლის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო, რამდენიმე კი გაუქმდა, კერძოდ, დორტმუნდის, მემინგენის და პოზნანის თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში დაჯდა, ლარნაკის და ბერლინის რეისები კი გაუქმდა.
მგზავრების თქმით, ავიაკომპანიამ მათ თანხის დაბრუნება ან ბილეთის შემდეგ რეისზე გადაცვლა შესთავაზა.
ამ დროისთვის ქუთაისში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
თაგები:
ქუთაისის აეროპორტი




