
ავტორი
Front News საქართველო
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სოფლებში ხევში, დაბაში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში წაქცეული ხეების გამო სოფელ ხევში გადაიკეტა გზა, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს