ძმებ კაკულიებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ 10-10 ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წაუდგინა.
დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არც ერთ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ივლისს ჩაინიშნა.





