Logo

ძმებ კაკულიებს თავისუფლების 9-9 წლით აღკვეთა მიესაჯათ

სამართალი
842
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო და  თავისუფლების 9-9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. 

 

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, მოსამართლემ ბრალდებულები მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთაში დამნაშავედ ცნო.

 

დავით და გურამ კაკულიებს გამოძიება 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

Advertisement