Logo

ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთის და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა

პოლიტიკა
317
Frontnews image description

თვითმმართველობის არჩევნებში ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას კაჭრეთის და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა.

"ამჯერად კაჭრეთის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდით. მოვისმინეთ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ტრანსპორტისა და დასუფთავების თემას ეხებოდა. ინფორმაცია გადავეცით შესაბამის სამსახურებს. ამომრჩევლებთან შეხვედრა გავმართეთ ასევე ურიდიას ქუჩა N135-ის მიმდებარედ განახლებულ სკვერში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მოსასვენებელი სივრცეები კიდევ შეემატება ჩვენს უბანს. ადგილობრივებმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია“, - განაცხადა ჭელიძემ.

დავით ჭელიძის საარჩევნო შტაბი ცოტნე დადიანის ქუჩა N141-ში მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე გაესაუბროს კანდიდატს.

Advertisement