Logo

ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება

საზოგადოება
1227
Frontnews image description

სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს.

აქტივისტებთან ერთად ადგილზე არიან ცნობილი მზარეულებიც.

მოქალაქეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერით – „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“; „ცეცხლი ჭამეთ“.

მოქალაქეები აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.

დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი.

თაგები:

აქცია
Advertisement