“ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ”


ავტორი
Front News საქართველო
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
"პირდაპირ გეტყვით ასევე, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ, თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით. არჩილ თალაკვაძემაც თქვა და მეც იმავეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, პოლიტპატიმარი არ არის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის ის დეტალები, რაზეც ჩვენ სიღრმეებში ვკამათობთ კიდევაც, მაგრამ პრინციპში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც ვთანხმდებით და აქ გარკვეულ პროპორციებზე ვსაუბრობთ, მაჟორიტარული ნაწილის საუარესოდ და ამაზე კი ბატონო, მივყვებით და დეტალებზეც შევთანხმდებით. რაც შეეხება პლებისციტს, მაგაზე შემიძლია გითხრათ, – როგორი აბსურდია იცით? მე რომ შევუბრუნო და ვუთხრა, რომ მოდი, პლებისციტი ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, თავად ეს პლებისციტი არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდეს თუ არა. იურიდიულადაც აბსურდულია, პოლიტიკურადაც. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და ისეთ საკითხებს აყენებენ, რაც თვითონ არჩევნების ლეგიტიმურობასთან არის დაკავშირებული და ეს პოლიტიკური მესიჯი უნდა დაალაგონ.
შეუძლებელია, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში, ახალ არჩევნებს, ამ დროს პლებისციტზე ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ახალ არჩევნებს იმ პირობებში, თუ მათ კომისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას და იქ რაღაცას ნახავენ, ელემენტალურ მტკიცებულებას, რომ ერთპროცენტიანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ ვთქვით, რომ ამასთნ დაკავშირებითაც სასაუბროდ მზად ვართ. იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი, წინა შემთხვევაში ვლაპარაკობ, ფასილიტატორების თანდასწრებითაც, ნულიდან სამ პროცენტამდე ვერსიის განხილვის, კი ბატონო, ვილაპარაკოთ ამ თემაზეც ოღონდ, არა იმაზე, რაც სიმართლიდან და რეალური არგუმენტებიდან არ გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს