Logo

“ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ”

პოლიტიკა
801
Frontnews image description

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მიაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

 

სააგენტოს ინფორმაციით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

 

“შეგახსენებთ, რომ კურტ ვოლკერი სტაჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს ფავორიტი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატო-ში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

 

თავისთავად ცხადია, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნები ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ და არ დგამენ. შესაბამისად, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რატომ შეხვდა ვოლკერი კეზერაშვილს და რა გზავნილები გაცვალეს მათ ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე”, – წერს “კვირა”.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები