ე.წ. სამხრეთ ოსეთმა “სახელმწიფო საზღვრის დაცვის დროს” იარაღის და სამხედრო ტექნიკის გამოყენების ახალი პროცედურა დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მინისტრთა კაბინეტმა” “რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით” იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა.
“ახალი დოკუმენტის” მიხედვით, “სახელმწიფო საზღვრის დაცვისას” უკვე შესაძლებელი იქნება დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება.
დოკუმენტში მითითებულია უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო საჰაერო სისტემების – ვერტმფრენების, თვითმფრინავების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების პროცედურა. “ასეთ პირობებში სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლებას უფლება აქვს ლეგალურად გამოიყენოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობის აღკვეთის დარღვევების შესაჩერებლად, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად შეასრულონ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები”, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა “ერთხმად დაამტკიცა”.
თაგები:
ცხინვალი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა