Logo

“ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, დაარღვიონ რეგულაციები, ეს არის უპასუხისმგებლობა”

საზოგადოება
544
Frontnews image description

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის მოლოდინში, მსოფლიოს ქვეყნები ამკაცრებენ შეზღუდვებს და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

"ვხედავთ, რომ კოვიდპანდემიის მესამე ტალღის მოლოდინი მთელს მსოფლიოშია. ამიტომ, ხდება არა მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, არამედ მთლიანად ჩაკეტვა, თან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს. საქართველოც ვერ იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი, ჩვენც ვხედავთ, რომ შემთხვევების დინამიკა სამწუხაროდ, მზარდია, ხოლო დამოკიდებულება მოქალაქეების, ასევე ე.წ პოლიტიკური ჯგუფების, არ არის სათანადო. იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად ვიცავდეთ და მოვუწოდებდეთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა რეგულაცია, ვხედავთ, რომ აშკარად მიზანმიმართულად, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, ე.წ  სამოქალაქო აქტივისტები ახდენენ უხეშ დარღვევას და მოუწოდებენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაარღვიონ ეს რეგულაციები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის უპასუხისმგებლობა, ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ისინი არ აიღებენ პასუხისმგებლობას, პირიქით, აქეთ დაიწყებენ კრიტიკას ექიმებისას, ხელისუფლებისას და ა.შ."-განაცხადა ქადაგიშვილმა. 

მისივე განმარტებით, ხელისუფლებას არ სურს რეგულაციების გამკაცრება და ყოველთვის წუხს, როდესაც ახალი შეზღუდვების შემოღება უწევს.

"მთავრობა ბუნებრივია,  ყველაზე მეტად სწუხს ყველა ახალი რეგულაციის ან განკაცრების, ან შემოღების პროცესში, რამეთუ რეგულაციები აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და დამატებით ტვირთად აწვება ეს ბიუჯეტს. რომის პაპზე დიდი კათოლიკობა არავის სჭირდება – ყველაზე მეტად მთავრობაა დაინტერესებული, რომ მინიმალური იყოს რეგულაცია, მაქსიმალური იყოს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალება", – აცხადებს ქადაგიშვილი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები