ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
შემთხვევა
1180

ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში არსებული პროდუქციის თითქმის ნახევარი დაიწვა.
მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდეა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





