
ავტორი
Front News საქართველო
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:
“ქართული ოცნება” – 37%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 25%
“საქართველოსთვის” – 6%
“ლეიბორისტული პარტია” – 5%
“ლელო” – 4%
“გირჩი – მეტი თავისუფლება” (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%
“ხალხისთვის” (ანა დოლიძე) – 3%
“გირჩი” (იაგო ხვიჩია) – 3%
“დროა” – 2%
“ალტ ინფო” – 2%
“მოქალაქეები” – 2%
“ხალხის ძალა” – 2%
“ევროპული საქართველო” – 1%
“პატრიოტთა ალიანსი” – 1%
Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს