ედუარდ მარიკაშვილი – ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ამას ეს სახელი ქვია


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ხელისუფლებაა ის სუბიექტი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობა მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ იურისტმა, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების” თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფრი გაკეთებულია პოლიტიკური შურისძიების მიზნით და ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას.
“უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ეს არის ცალსახა, სხვა შეფასება ამ ყველაფერს არ შეიძლება მიეცეს. რეალურად, დღეს ხელისუფლებაა ის სუბიექტი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობა მიხეილ სააკაშვილს. ეს ყველაფერში ჩანს, მათ შორის ჩანს იმ ძალიან ბევრ კანონდარღვევაში, რომელსაც ხელისუფლება ჩადის სააკაშვილის მიმართ. შეუძლებელია, ამ განუკითხაობას რაიმე გამართლება ქონდეს, ან სამართლებრივი, ან მორალური, ან პოლიტიკური. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ერთი მიზეზით და მიზნით გაკეთებული, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ამას ეს სახელი უნდა დაერქვას და ქვია”, – განაცხადა მარიკაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა გლადანის ციხეში შეყვანის დროს მომხდარი ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოხდა ფიზიკური ძალის გამოყენება.
მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სწორი კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება, რაც არის არის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, რაც არადადამიანურ მოპყრობას სჯის, მაგრამ გარდა ამისა, იურისტის თქმით, უნდა დადგეს თანამდებობის პირების და მათ შორის იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
“შეუძლებელია, იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს არ სცოდნოდათ ის გარემო, რომელიც მიხეილ საკაშვილს იქ დახვდებოდა”-, განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.
მისი თქმით, სახეზეა სახელმწიფო უწყებების მთლიანი ჩამოშლა და მათი პარტიის დანამატად ქცევა.
