
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პრიორიტეტია, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი და თავისუფალი – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავის ციხეში მამის მოსანახულებლად შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვლთან შესვლის შესაძლებლობას 10 დღე ელოდნენ.
“ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით, ჩვენი პრიორიტეტი როგორც ოჯახის, არის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი. აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა
რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ოჯახის წევრები – დედა გული ალასანია და შვილები ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილები შევიდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 11-ე დღეა, შიმშილობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს