
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, მოვინახულე, სასიამოვნო შეხვედრა იყო, – ამის შესახებ მიხეილ საკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში მამის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.
“პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, მოვინახულე, სასიამოვნო შეხვედრა იყო, ცოტა სუსტად არის. სისუსტე შეინიშნება, თუმცა ფსიქოლოგიურად ფორმაშია და აქვს სურვილი დაესწროს სასამართლო პროცესს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რაც დაკავშირებული იყო, “რადიო თავისუფებისათვის” მიცემულ ინტერვიუსთან, სადაც მამის შიმშილობასთან დაკავაშირებით ემოციებზე საუბრობს. ედუარდ სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოეჩვენა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი აწყობდეთ კიდეც.
თაგები:
ედუარდ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს