ეგვიპტე პალესტინელი ლტოლვილებისთვის კორიდორის გახსნაზე უარს ამბობს


ავტორი
Front News საქართველო
ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ, თუმცა ოფიციალური კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას, – ინფორმაციას Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღაზას სექტორი მცირე ტერიტორიაა, რომელიც ისრაელს ჩრდილოეთით და ეგვიპტეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სასაზღვრო ზოლში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ბლოკადაშია მოქცეული მას შემდეგ, რაც 2007 წელს იქ კონტროლი “ჰამასმა” ჩაიგდო ხელში.
ეგვიპტე უკვე დიდი ხანია, თავის ტერიტორიაზე ღაზას მცხოვრებლების შესვლას ზღუდავს, მათ შორის სასტიკი სამხედრო კონფლიქტების დროსაც.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს