Logo

ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი ლიდერობს

მსოფლიო
3 საათის წინ / 02:05
Frontnews image description

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს. 

პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის (AUR), „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და ლიბერალი პოლიტიკოსი ელენა ლასკონი, რომელმაც გასულ წელს არჩევნებზე მოულოდნელად მაღალი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა.

კომპანია Avangarde-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი პროგნოზირებს, რომ სიმიონი პირველ ადგილს დაიკავებს და რუმინეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს. არჩევნების პირველ ტურში სიმონის ლიდერობას ადასტურებს კომპანია Curs-ის ეგზიტპოლიც. აქ ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კიდევ უფრო მაღალი შედეგი – 33,1 პროცენტი აჩვენა.

მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ ამ პროგნოზით მეორე ადგილზეა 22,9 პროცენტით. ნიკუშორ დანმა – 20,9 პროცენტი მიიღო, ვიქტორ პონტამ – 14,7 პროცენტი, ხოლო ელენა ლასკონიმ – 4,4 პროცენტი.

ვინაიდან ვერცერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები 50 პროცენტს ვერ აღემატება, სავარაუდოდ 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართება.

ჯორჯე სიმიონი უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირების მომხრეა. ექსპერტები და დამკვირვებლები მის პოლიტიკას პრორუსულად აფასებენ.

თაგები:

რუმინეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები