Logo

ეკა აკობია – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე პიროვნული თავდასხმები არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

პოლიტიკა
975
Frontnews image description

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელ პირებზე პიროვნული თავდასხმები არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ეკა აკობიამ განუცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველო უკრაინასთან ერთად არის ასოცირებული ტრიოს წევრია და წესით ერთად უნდა მოქმედებდნენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დასაძლევად.  

 

“უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასეთი  თავდასხმითი რიტორიკა მიუღებელია. არასწორია ამხელა გასაჭირში მყოფი ქვეყნისა და მისი ხელისუფლების მიმართ თუნდაც სიტყვიერი თავდასხმა  და კრიტიკა,  მითუმეტეს რომ რეალურად, სადაო არაფერია. 

 

არ მესმის,  რას ემსახურება ასეთი მწვავე  პიროვნული თავდასხმები, რატომღაც ჩვენი არჩევითი ხელისუფლების თანამდებობის პირების მხრიდან ისმის პიროვნული თავდასხმები ცალკე არესტოვიჩზე, ცალკე პოდოლიაკზე, რაც არ მგონია,  რომ სწორი იყოს. 

 

ასეთი რიტორიკული ესკალაცია ჩვენს მიზნებს არ შეესაბამება. ჩვენ ვართ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, ერთად ვიღწვით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დასაძლევად“, -განაცხადა აკობიამ.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები