Logo

ეკა ბესელია - აბსოლუტურად ყველა გარეულია სხვადასხვა დოზით და ფორმით კორუფციულ სქემაში

პოლიტიკა
143
Frontnews image description

კორუფციას ებრძვის მდინარაძე ან კობახიძე?! აბსოლუტურად ყველა გარეულია სხვადასხვა დოზით და ფორმით კორუფციულ სქემაში, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია სხვადასხვა სფეროსა და ფაზაშია "ქართულ ოცნებაში".

"ადვილი არაა, რომ ამ სანქციების და გარე მძიმე და კრიტიკული განწყობების ფონზე ეს შიგნით არ ასახავდეს შემდგომი საქმიანობის ეფექტიანობას. ვისაც ეს სანქციები შეეხო, მიხვდნენ, რომ მუდმივად თან გაჰყვებათ ეს მათ. ამიტომ, ამ პროცესში უკმაყოფილება იზრდება. ეს შიდა ბრძოლები და შიდა ომი არ არის ახალი დაწყებული. ვინც წავიდნენ, მათ ჰყავთ დატოვებული თავიანთი პროტეჟეები, პირდაპირი შეტევაა მათზე, ვინც კი სადმე არის. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლის გამო, რა კორუფციას ებრძვის ის, ვინც თვითონაა კორუფციაში?! კორუფციას ებრძვის მდინარაძე ან კობახიძე?! პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილებების მიღება ეს არის კორუფციის შემადგენელი ნაწილი.

იმ სამინისტროებში, რომელიც ყველაზე მსუყეა, ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, იქ არცერთი ტენდერი არ ყოფილა, სადაც არ იყო უკანონო ჩარევები და ინტერესთა კონფლიქტები.  ვინ არის ამ ყველაფრის სამიზნე? ისინი, ვინც სათავეში ჰყავდათ და დღეს "ქართულ ოცნებაში" აღარ არიან. ამიტომ, მათთან ბრძოლა არის ასახვა შიდა დაჯგუფებებს შორის ბრძოლის. აბსოლუტურად ყველა გარეულია სხვადასხვა დოზით და ფორმით კორუფციულ სქემაში. 

სასამართლო კორუფციაში პირდაპირაა მდინარაძე ჩართული და ასევე ჩართული ჰყავდა ზარდიაშვილი, რომელიც ახლა ალბათ, უფრო სხვა ფაზაში გადავიდა. ესაა შავი საქმეების საკეთებლად გარკვეული ჯგუფი, რომელსაც  არ ვიცი, რა უხარიათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Advertisement