
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გზავნილები. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი არმია, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ოქტომბრის მარში ევროპული იყო.
“არაჩვეულებრივი დღე იყო. ეს იყო ევროპული, ძალიან ლამაზი და ძალიან მასშტაბური მარში. ეს იყო ერთიანობის დემონსტრირება. ყველა თაობის ადამიანი ვნახე. ამ ერთიანობის დემონსტრირებას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, პირველ რიგში, არჩევნების წინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი დღე დგება 26 ოქტომბერს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გზავნილები. სცენაზე ასვლა და სიტყვით მიმართვა არის ძალიან დიდი ძალა. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი არმია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 20 ოქტომბერს გაიმართა.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს