ეკა ბესელია - ამ საქმეს წავიღებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ვნახავთ ყველანი როგორია სამართლიანი ვერდიქტი

ავტორი
Front News საქართველო
ამ საქმეს წავიღებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ვნახავთ ყველანი როგორია სამართლიანი ვერდიქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია წერს.
ბესელიას თქმით, მის შვილს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"დასრულდა ეს პოლიტიკური მასკარადი - სასამართლო სადაც ყველაფერი ჩანდა: კანონის არმცოდნე პოლიციელები მოიყვანეს და პასუხები იყო ჩვენთვის საჩუქარი! მოძალადეები, რომლებიც დაკავებულ ადამიანს აყენებენ ფიზიკურ ზიანს და მათ პასუხი მოეთხოვებათ! სახელმწიფოსთვის ზიანის მიმყენებელი შსს-ს წარმომადგენელი - ამაზე დაბალი დონე არ მინახავს! და რაც მთავარია - მოსამართლე, რომელიც თავადაა ტყვეობაში…
რატი იყო ძალიან გულახდილი და თავი ეჭირა ღირსეულად…
აი, ეს იყო დღის პროცესის მოკლე შეჯამება, ვრცლად შემდეგ დავწერ…
ფინალი: ჯარიმა 2000 ლარი, პატიმრობა 5 დღე
პ.ს ამ საქმეს წავიღებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ვნახავთ ყველანი როგორია სამართლიანი ვერდიქტი!
მე კი დამაბრუნეს პროფესიაში - ეს კი სასარგებლო ნაწილია ამ პოლიტიკური ბრძოლის…
მადლობა ახალგაზრდა, ნიჭიერ კოლეგებს - ჩემთან ერთად იყვნენ ბოლომდე", - წერს ბესელია.
თაგები:
ეკა ბესელია




