
ავტორი
Front News საქართველო
მე მახსოვს, ივანიშვილი რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის აწყობას. დღეს, რომ ამ სენატორებს, რომლებიც არჩევნების დღეს საქართველოში იყვნენ, ასე ესაუბრებიან და არც კი ხვდებიან, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი იაზრებს თუ რა მოჰყვება ამ ურთიერთობებს.
“მე მახსოვს, ივანიშვილი რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის აწყობას. დღეს, რომ ამ სენატორებს, რომლებიც არჩევნების დღეს საქართველოში იყვნენ, ასე ესაუბრებიან და არც კი ხვდებიან მათ. ახლა უკვე არადიპლომატიური, არამეგობრული და აგრესიული დამოკიდებულებებით ინგრევა ის, რაც შენდებოდა.
მე მიკვირს, როცა ივანიშვილი ამ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ასე ერთი ხელის მოსმით დანგრევის. არ შეიძლება, მას არ ესმოდეს ეს რას ნიშნავს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს