
ავტორი
Front News საქართველო
არამზადა ელისაშვილი, ყველაზე არასანდო ადამიანია, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, რომელიც “ოცნებისგან” მართულია, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“არამზადა ელისაშვილი, რომელიც თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა და ყველაზე არასანდო ადამიანია, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, რომელიც შემდეგ “ოცნებამ” იყიდა და “ოცნებისგან” მიყიდული და მისგან მართული ადამიანია.
ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც დაგეგმილი კამპანია აწარმოვა ჩემს წინააღმდეგ. მე მას მოვუგე პროცესი და ცილისწამებისთვის მან გადაიხადა კიდეც კომპენსაცია.
თუ ენას არ გააჩერებს და ამ ცილისწამებას გააგრძელებს, ამ ვითარებაშიც კი მოუწევს განიცადოს ის მარცხი, რაც განიცადა. ეს არის გაყიდული პოლიტიკოსი, რომლის მყიდველიც, მმართველი პარტიაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.
“მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია მთელი ცხოვრება პატიმრების ბედით ვაჭრობით ფულს აკეთებდა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია არ დანიშნოს. ელისაშვილის თქმით, ბესელიას დანიშვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციის მძვინვარება იქნება.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს