
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის შიგნით ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ნდობა ხალხის მხრიდან, ამიტომ, დე ფაქტო და დეიურეც ეს მოცემულობაა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად აღიარება უკვე გამოჩნდა.
“დასავლეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ლიდერად აღიარება მისი, როგორც პრეზიდენტის მანდატის მქონე პირად აღიარება, მასთან ურთიერთობის გაგრძელების მზაობა – ეს ყველაფერი უკვე გამოჩნდა და გამოჩნდა წინა დღეებში, შესაბამისად, ეს ისეთი ძლიერი ფაქტორია, რომ კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ პოზიციას, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ მნიშვნელოვან შენობასთან, როგორიც არის ორბელიანების სასახლე.
ქვეყნის შიგნით ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ნდობა ხალხის მხრიდან, ამიტომ, დე ფაქტო და დეიურეც ეს მოცემულობაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს