Logo

ეკა ბესელია – დაველოდებით გამოძიების დაწყებას, უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი, ამის შემდეგ ვნახავთ კვალიფიკაციის საკითხსაც

პოლიტიკა
1049
Frontnews image description

ჩვენ დაველოდებით, პირველ რიგში, გამოძიების დაწყებას, გამოძიების დაწყების შემდეგ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი), ამის შემდეგ ვნახავთ კვალიფიკაციის საკითხსაც, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კითხვებზეა პასუხი გასაცემი, რატომ არ ინტერესდება საგამოძიებო უწყება მომხდარი ფაქტით.

“ჩვენ დაველოდებით, პირველ რიგში, გამოძიების დაწყებას, გამოძიების დაწყების შემდეგ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი), ამის შემდეგ ვნახავთ კვალიფიკაციის საკითხსაც და საგამოძიებო ორგანოს დაევალება და შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი, საპროცესო კოდექსი გვაძლევს უფლებას, ვიდაოთ, როგორც კვალიფიკაციაზე, ასევე ქვემდებარეობის საკითხზე, ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება.

რატომ არავინ დაინტერესდა, გამოძიება რატომ არ დაიწყო, რატომ არ ეკითხებიან სალომე ზურაბიშვილს რა მოხდა, რატომ არ იღებენ კამერებიდან ვიდეომასალას – ამ ყველაფერზე გვინდა პასუხი. შემდეგი ეტაპი კი იქნება კვალიფიკაციაც და ქვემდებარეობის თემაც”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები