
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგია, რომ ამ არჩევნებს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პრეზიდენტის სახით, დიდი ძალა იქნება ეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ქარტია” არის გზამკვლევი, რომლითაც ევროკავშირში უნდა შევიდეთ.
“ქართული ქარტია” ეს არ არის უბრალოდ დოკუმენტი, ეს არის გზამკვლევი, მომავლის კომპასი, რომლითაც ჩვენ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, იმიტომ, რომ მასში არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც სჭირდება ქვეყანას.
ამ არჩევნებზე ღიად დგას საკითხი – ჩვენ გვინდა ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველო, თუ საქართველო, რომელიც იქნება ჩრდილოელი მეზობლის გავლენის ქვეშ – ასე დგას არჩევანი.
ასევე, ძალიან კარგია, რომ ამ არჩევნებს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პრეზიდენტის სახით, დიდი ძალა იქნება ეს ქვეყნისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს