Logo

ეკა ბესელია - ეს მისი მარცხია, დარჩა მარტო სრულიად იზოლირებული და ხალხისგან არანაირი ნდობის მანდატი არ აქვს

პოლიტიკა
2 საათის წინ / 23:11
184
Frontnews image description

ივანიშვილის გვერდით ვერ ნახავ რაღაცა წონის მატარებელ, ერთ ღირებულ პოლიტიკოსს. ისეა გამოფიტული მისი რესურსი, რომ სინამდვილეში ის დგას ადამიანებზე, რომლებიც მასზე უბრალოდ დამოკიდებულები არიან, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის თავისუფალი ადამიანი და მის უკან ჩრდილოელი მეზობლის კვალია.

"ჩემი აღქმით, 2018 წელს ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა სასამართლოს ხელში აღება იმისთვის, რასაც დღეს აკეთებს, რომ სრული კონტროლი და ძალაუფლების სრული მექანიზმი ხელთ ჰქონოდა, იქიდან იწყება მისი ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყველაფრის ფასად. რასაც ახლა ვუყურებ, ეს შედეგია. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი თავისუფალი ადამიანია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. მე ვხედავ ღია ხელწერას რუსული დღის წესრიგის და ყველა ეს ნაბიჯი - მძევლების აყვანა, მზია ამაღლობელის საქმე, პოლიტიკური და "სინდისის პატიმრების" საქმე - ეს არის მისთვის ინსტრუმენტები, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ძაფებით უჭირავს ძალაუფლება, ძალიან სუსტად გამოიყურება. 

ყველა გადაადგილება არის გამოხატულება კრიზისის. ივანიშვილის გვერდით ვერ ნახავ რაღაცა წონის მატარებელ, ერთ ღირებულ პოლიტიკოსს. ისეა გამოფიტული მისი რესურსი, რომ სინამდვილეში ის დგას ადამიანებზე, რომლებიც მასზე უბრალოდ დამოკიდებულები არიან და არცერთია იდეის გამო. ეს მისი მარცხია. დარჩა მარტო სრულიად იზოლირებული გარე ცივილიზებული სამყაროსგან და შიგნით ხალხისგან არანაირი ნდობის მანდატი არ აქვს. დგას ფულზე, მატერიალურ რესურსზე, რომელიც საფრთხის ქვეშ დადგა სანქციების გამო და მას პოლიტიკური საყრდენები აღარ აქვს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Advertisement