
ავტორი
Front News საქართველო
რას ნიშნავს, როცა მოსამართლე გემუქრება, რომლის ხელშია კონსტიტუციური ძალაუფლება?! ასეთი ადამიანი, რომელიც თავს მუქარის უფლებას მისცემს, იმ დღესვე უნდა ამთავრებდეს მოსამართლის კარიერას, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამაოგნებელი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა და კიდევ უფრო მძიმე იყო გვრიტიშვილის განცხადება, რომ თავდაცვის რეჟიმიდან შეტევის რეჟიმში გადადიან.
“მე მინდა, რომ ამ ფრაზას ძალიან ჩაუღრმავდეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყანა და მომავალი. ამას გველაპარაკება უვადოდ არჩეული მოსამართლე, რომელსაც ხელში უჭირავს უდიდესი კონსტიტუციური ძალაუფლება, ქვეყნის სახელით გამოაცხადოს გადაწყვეტილება, განაჩენი და ადამიანებს მთელი ცხოვრება და მომავალი განუსაზღვროს. ასეთი ადამიანი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და ამ ფრაზას იტყვის საჯაროდ, რომ ჩვენ ახლა შეტევაზე გადმოვალთ, იმ დღეს უნდა ამთავრებდეს მოსამართლის კარიერას. გვრიტიშვილის ეს ფრაზა ყველას უნდა გაეგზავნოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს