
ავტორი
Front News საქართველო
იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის ოცნება, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. კონსტიტუციური ნორმის რაიმე დარღვევაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მან საკონსტიტუციო სასამართლოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლოს ჯერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” შეტანილი სარჩელიც კი არ დაუკმაყოფილებია.
” იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის ოცნება, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლო სად არის? არის საერთოდ? არ ვიცი. მას ჯერ ის გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, რაც “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უნდა მიეღო.
როდესაც პრეზიდენტი იწყებს ქვეყნის ევროპული გზის გადარჩენისთვის უმაღლესი დონის შეხვედრებს, ზუსტად მაშინ ხდება მის წინააღმდეგ შეტევა. შეტევა მიმართულია არა უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ მხოლოდ, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. მათ არც კი ესმით, რას ნიშნავს კონსტიტუციური პროცესი და პოლიტიკური შეთანხმების პროცესი. ეს ორი სხვადასხვა რამეა. კონსტიტუციური ნორმის რაიმე დარღვევაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი”.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს