
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება როდესაც ასეთ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, ეს ნიშნავს, რომ ის დასრულებულია, როგორც იდეა და როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის“ თავმდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ ქმედებებს შიშის გამო მიმართავს, იცის, რომ დიდი მუხტი გროვდება.
“ხელისუფლება როდესაც ასეთ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს საკუთარი მოქალაქეებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ დასრულებულია ის, როგორც იდეა და როგორც პოლიტიკური ორგანიზმი.
ორი მიზეზი აქვს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, ერთია შიში, შიშმა იცის არაადეკვატური ქცევები. ძალიან კარგად გრძნობს იქ ვიღაც, ვინც ამას გრძნობს, რომ რაღაც დიდი მუხტი გროვდება. მეორე – ვინც ანალოგიურ თავდასხმებს 2012 წელსაც გეგმავდა, ის ხალხი იქ ყავთ, მმართველ პარტიაში, მათ სხვა არაფერი იციან. ვინც სხვა მეთოდი ვიცოდით, ან სხვაგვარად ვუყურებდით ამ ქვეყნის განვითარებას, “ქართულ ოცნებაში” აღარავინ ვართ, ვინც დარჩა, ან გადმოპორტირებულია, ან ის ხალხია, ვინც წინა რეჟიმს ემსახურებოდა“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს