ეკა ბესელია - ლილუაშვილის და მიქაუტაძის საქმეებში არის მამხილებელი ჩვენებები, ამიტომაც იყო პროცესები დახურული, რაც კანონდარღვევაა

ავტორი
Front News საქართველო
ლილუაშვილის და მიქაუტაძის საქმეებში არის მამხილებელი ჩვენებები, ამიტომაც იყო პროცესები დახურული, რაც კანონდარღვევაა, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქმეში საზოგადოების მაღალი ინტერესია, ის პროცესები უნდა იყოს საჯარო.
"სანამ ამ პროცესებში ჩართული ბიძინა ივანიშვილი იქნება და მას ექნება მართვის სადავეები ხელში, არ შეიცვლება. ფაქტია, რომ მთავარ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, ირაკლი კობახიძეს არ აქვს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად მანევრირების შინაგანი რესურსი და გამბედაობა, ის ვიღაცის დავალებებს უნდა ასრულებდეს.
ის შეიძლება ყველაზე ცუდ რაღაცებს აკეთებს, რასაც სხვა არ გააკეთებს, მათ შორის არც ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი. ანუ, რაღაც განსხვავება არის შიგნით. არ არის ყველა ერთნაირი შემსრულებელი, უბრალოდ ეს გარედან არ ჩანს.
რაც შეეხება ლილუაშვილის და მიქაუტაძის საქმეებს, არის მიცემული ჩვენებები, კონკრეტულად ვინ ვის წინააღმდეგ მისცა ვერ გეტყვით, მაგრამ არის მამხილებელი ჩვენებები და სწორედ ამიტომ დაიხურა სასამართლო პროცესები და საქმეები, რაც იყო კანონის დარღვევა და ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებების თავისუფლების შესახებ მე-6 მუხლის დარღვევა იმიტომ, რომ კონსტიტუციაც და ეს მუხლიც ამბობს, რომ პროცესი უნდა იყოს საჯარო, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებს ეხებათ საქმე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია




