
ავტორი
Front News საქართველო
“ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, ვსაუბრობ ძალიან ხშირად პრეზიდენტთან ზოგად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას”, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აპრილისთვის პოლიტიკურ პარტიებს შორის გადაჯგუფება უკვე დასრულებული იქნება.
“მაქსიმუმ 4 პარტია დამრჩა, ვისთანაც არ მქონია ჯერ საუბრები, დანარჩენი თითქმის ყველასთან ინტენსიურად ვსაუბრობ. ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, ვსაუბრობ ძალიან ხშირად პრეზიდენტთან ზოგად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას. ელისაშვილთან, პოლიტიკურ ფარისევლებთან გახედვა არ მინდა.
კიდევ უფრო მეტ დროს, რასაც ახლა ვუხმობ და მეიმედება, ეს არის ახალგაზრდა თაობა. ბევრს დავდივარ რეგიონებში და ბევრი ახალგაზრდა არის გადაწყვეტილების მიღების მიჯნაზე, რომ შეიძლება დამოუკიდებლად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება რაიმე გადაკვეთა დაინახონ პოლიტიკურ პარტიებთან.
გაზაფხულის მეორე ნახევარში, მარტის ბოლოს და აპრილში ეს დაჯგუფების პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო“, – განაცხადა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს